вторник, 22 ноября 2011 г.

                                            TWILIGHT saga 


ყველაზე პოპულარული თემა რომელიც ხშირად არის განხილვის საგანი და ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს მასზე საუბარი ეს არის სტეფანი მეიერის გახმაურებული რომანის,მსოფლიო bestselleri "ბინდის საგის,, ოთხ ტომეული.ეს ის სიყვარულის ისტორიაა რომელიც არავის ტოვებს გულგრილს...:):):):*:*:*
ამ რომანში მოთხრობილია  16 წლის თინეიჯერი გოგონასა და წინა საუკუნიდან გადმოსული ვამპირის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია...:*:*:*
twilight:1
      ბელა გადაწყვეტს რომ,საცხოვრებლად გადავიდეს მამასთან ერთ–ერთ მიყრუებულ,ყველასაგან მივიწყებულ ქალაქ ფორქსში.ეს პატარა ქალაქია,რომელიც იმყოფება წვიმისა და მწვანე საფარის მუდმივი საფარველის ქვეშ.მისი მოსახლეობა ძალიან მცირეა,სულ რაღაც 2400 ადამიანი.სკოლაც შესაფერისი.:) მასში მხოლოდ 843 ბავშვი სწავლობს.აი აქ ჩამოვიდა ბელა.მას სრულიად არ ხიბლავდა ის აზრი რომ ასეთ მიყრუებულ და ცივ ქალაქში უნდა ეცხოვრა.თუმცა სრულიად მოკლე დროში ის ამ მოსაწყენ ქალაქში იპოვის პიროვნებას რომელიც მისი ცხოვრების აზრი ხდება და მთელი გულით უყვარდება.თუმცა მან არც კი იცის რამხელა საფრთხე ემუქრება ედვარდის გამო.ედვარდი ბელასგან შორს ყოფნას ცდილობს,რადგან მისი დაცვა უნდა.დიდი ძალისხმევის მიუხედავად ამას ვერ ახერხებს რადგან ეს უსუსური გოგონა თავდავიწყებით უყვარდება.ერთ დგეს ის მიუახლოვდება ბელას და ეტყვის:,,იცი რა?!მეტი აღარ შემიძლია..!!ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე..!!გნებდები..!!" ბელას ეს სიტყვები დააბნევს მაგრამ რაც გასაგებია იმას მიხვდება:):):D:D
ბევრი პრობლემის მიუხედავად ისინი ერთად არიან.ბელა ედვარდის შესახებ ყველაფერს შეიტყობს.გაიგებს რომ იგი წინა საუკუნიდან გადმოსული ვამირია.ამის მიუხედავად გოგონა გადაწყვეტს რომ ედვარზე ძვირფასი არვინ ყავს და მას არ მიატოვებს.სწორედ მაშინ იწყება ჯოჯოხეთი.ვამპირების სხვა კლანი ბელაზე ნადირობას იწყებს. იმ კლანის ლიდერი არის ჯეიმსი.ეს კლანი სულ 3 ვამპირით შემოიფარგლება,ესენია:ვიქტორია,ჯეიმსი და ლორანი.ჯეიმსი მონადირის ინსტიქტებით გამოირჩევა,ხოლო ვიქტორიას აქვს უნარი სიკვდილს ყოველთვის სასწაულებრივად დაუსხლტეს ხელიდან.ჯეიმსს იზიდავს ბელას სისხლის მიმზიდველი სუნი და გადაწყვეტილი აქვს რომ ის იგემოს.იგი ბელას საბალეტო სტუდიაში შანტაჟით მიიყვანს,იქ ბელა სრულიად მარტო აღმოჩნდება.ზუსტად მაშინ როდესაც ჯეიმსმა ბელას სისხლი უნდა იგემოს მოვა ბელას მხსნელი,ვამპირებს შორის უსათნოესი და საყვარელი ედვარდი და მისი ოჯახი.თუმცა ჯეიმსი ბელას დაგესვლას მაინც მოახერხებს.კალენებმა იციან რომ,თუ ბელას შხამს არ ამოსწოვენ ის გარდაიქმნება,ამის გაკეთება კი მხოლოდ ედვარდს შეუძლია.თუმცა ის ფიქრობს რომ ამას ვერ შეძლებს და ბელა შემოაკვდება.საბოლოოდ კარლაილი  დაიყოლიებს ედვარდს და ის ბელას გადაარჩენს.ჯეიმსს კი სასტიკად გაუსწორდებიან.ჯეიმსის ხროვის წევრები ვიქტორია და ლორანი გაიქცევიან,რადგან კალენები მათზეც ნადირობენ.თუმცა ვიქტორია დაიფიცებს რომ შურს იძიებს ედვარდზე და სამაგიეროს გადახდის მიზნით ბელას მოკვლას გადაწყვეტს,თუმცა ეს არც ისე ადვილია რადგან ბელას ედვარდი იცავს და ვიქტორია მას ასე ადვილად ვერ მოუღებს ბოლოს..:):):) 
საბოლოოდ ბელა და ედვარდი ერთად არიან..:*:*::*♥♥♥♥♥
ყველაფრის მიუხედავად კალენები ბელაზე და მის ოჯახზე მაინც ზრუნავენ რადგან იციან რომ,ვიქტორია დაბრუნდება..:@:@:@




                                                       NEW MOON